ქალებს ავღანეთში 72 კმ-ზე მეტის გავლა ეკრძალებათ, თუ კაცი არ ახლავთ
თალიბანი ქალთა უფლებების შეზღუდვას აგრძელებს. ავღანეთის ამჟამინდელი მმართველების გადაწყვეტილებით ქალებს, რომლებსაც (45 მილის) 72 კილომეტრზე უფრო დიდ მანძილზე სურთ გადაადგილება, ტრანსპორტი არ უნდა მოემსახურონ, თუკი მათთან ერთად მამრობითი სქსის ნათესავი არ იქნება. ინფორმაციას france24.com ავრცელებს.
ამასთან, კეთილშობილების ხელშეწყობის და მანკიერების პრევენციის სამინისტროს მიერ გავრცელებული დოკუმენტი მანქანებს მძღოლებს ავალებს არ დაუკრან მუსიკა და არ ჩაისვან ქალი მგზავრები, რომლებიც ჰიჯაბის გარეშე იქნებიან.
სამინისტროს პრესმდივანმა, მოჰამად სადიყ აკიფმა 26 დეკემბერს დაადასტურა დოკუმენტის ნამდვილობა.
ქაბულში მომუშავე ტაქსის მძღოლმა, რომელმაც საკუთარი სახელის გამჟღავნება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თალიბანი უკვე გარკვეული პერიოდია მძღოლებს მოუწოდებს მანქანებში არ ჩართონ მუსიკა და არ წაიყვანონ ქალები ჰიჯაბის გარეშე.
აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბანმა ჩამოაყალიბა მხოლოდ კაცებისგან შემდგარი მთავრობა, რომლის ხელმძღვანელი ვეტერანი რადიკალები აცხადებენ, რომ დაუბრუნდებიან შარიათის მკაცრ კანონებს – რაც დარტყმაა ავღანეთში და საერთაშორისო სივრცეში არსებულ იმედებზე, რომ თალიბანის მმართველობის მეორე პერიოდი უფრო ნაკლებად შემზღუდავი იქნებოდა, ვიდრე ორი ათწლეულის წინ იყო.
თალიბანმა გააუქმა წინა ადმინისტრაციის დროს მოქმედი ქალთა საკითხების სამინისტრო და მნიშვნელოვნად შეზღუდა ქალების უფლებები. ქალთა უმრავლესობას აეკრძალა მუშაობა, ბევრ გოგონას წაერთვა განათლების მიღების უფლება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: მომღერალი სოფო ნიჟარაძე ტელეეკრანს უბრუნდება
🔵რამდენია რომის პაპის ხელფასი და სად მუშაობდა ახალგაზრდობაში - საინტერესო ფაქტები ბერგოლიოს შესახებ
🔵სამი თვის ჩვილი "ომიკრონით" დაინფიცირდა - ამირან გამყრელიძე
1794311686
ახალი ამბებილევან მახაშვილი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ, ეს წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება ტურიზმისთვის
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებთან მიერთ...
1794311371
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციის დუმილზე: ნარატივში დაიკარგა რადიკალური ოპოზიცია
„აგენტურამ მიიღო დავალება, რომ ჩინეთი არ ელანძღათ იქიდან გამომდინარე, რომ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩინეთის...
1794310201
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას
„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...
1794308536
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა, ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართ...
1794307358
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს ტალგატ ადუოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დ...




























