თოვლიან ხევში ჩავარდნილ პატრონს, ძაღლი 13 საათის განმავლობაში საკუთარი სხეულით ათბობდა
ამბავი ხორვატიის მთებში მოხდა. ექსკურსიაზე მყოფი გრგა ბრკიჩი, მთაზე ასვლას ცდილობდა, როდესაც ფეხი გაუსრიალდა, თავი ვეღარ შეიმაგრა, დათოვლილ ხევში გადავარდა და ჩავარდნისას ფეხი მოიტეხა.
ხევი იმდენად ღრმა და მიუდგომელი იყო, რომ მისმა თანმხლებმა ორმა მეგობარმა საკუთარი ძალებით ვერ შეძლეს ახალგაზრდა მამაკაცის ამოყვანა, ამიტომ დახმარების საძებნელად წავიდნენ.
მეგობრებმა ვერ, მაგრამ ხევში ჩავარდნილი მამაკაცის ძაღლმა, ალასკურმა მალამუტმა სახელად ნორთი, რომელიც პატრონს ექსკურსიაზე ახლდა, შეძლო პატრონამდე მიღწევა, მის გულ-მკერდზე დაწვა და 13 საათის განმავლობაში, მაშველების მისვლამდე არ მოსცილებია.
ტემპერატურა იმდენად დაბალი იყო, რომ ცხოველისგან მიღებული სითბოს გარეშე მამაკაცი აუცილებლად დაიღუპებოდა.
"ადამიანისა და ძაღლის სიყვარულს, საზღვრები არ გააჩნია,"- დაწერეს მოგვიანებით სოციალურ ქსელში ხორვატმა სამთო მაშველებმა.
1791661410
საზოგადოებათბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...
1791658982
ახალი ამბებიავარია თბილისში, კიკვიძის პარკთან - დაშავებულია 3 ადამიანი
თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო მანქანა და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. შსს-ს ი...
1791657856
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე
ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

























