ტრამპი: შესაძლოა, ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა მოგვიწიოს - ან იქნებ არა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, ირანზე კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მოუწიოს, თუმცა დაელოდება და ნახავს, მიიღწევა თუ არა შეთანხმება.
„ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს - მაგრამ შესაძლოა, არა“, - განაცხადა ტრამპმა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში გამოსაშვებ ცერემონიაზე გამოსვლისას.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ეს ძალიან მარტივია“, - განუცხადა ტრამპმა კადეტებს.
მისი თქმით, ირანის სამხედრო ძალა დიდწილად გაქრა და ერთადერთი კითხვაა, დაბრუნდება თუ არა აშშ საქმის დასასრულებლად, თუ ირანი შეთანხმებას ხელს მოაწერს.
„ყველაფერი გაქრა. მათი საზღვაო ფლოტი გაქრა. მათი საჰაერო ძალები გაქრა. თითქმის ყველაფერი. ერთადერთი კითხვაა, მივიდეთ და დავასრულოთ ეს? აპირებენ თუ არა დოკუმენტზე ხელის მოწერას? ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1779300562
ახალი ამბებიმკვლელობა ჩოხატაურში - დაკავებულია ერთი პირი
რამდენიმე საათის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლულია 35 წლამდე კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების მიერ გ...
1779299091
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია
ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა დიდი ბრიტან...
1779295993
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სიძულვილის გარეშე არსებობა არ შეუძლია
სასამართლომ მკაფიოდ გაავლო ხაზი რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის შეურაცხყოფა, პიროვნულ ღირსებაზე შეტევა. ამ ორ სეგმენტში სად ჯდება რადიკალური ოპოზიცია, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, - განაცხად...
1779294021
ახალი ამბებიპარლამენტის შენობაზე, 26 მაისთან დაკავშირებით, საზეიმო ბანერები განთავსდა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე, 26 მაისთან დაკავშირებით, საზეიმო ბანერები განთავსდა. ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...
1779293754
მსოფლიოირანის მთავარი მომლაპარაკებელი აცხადებს, რომ აშშ „ახალი ომის დაწყებას“ ცდილობს
ირანის მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ომის განახლებას ცდილობს და კვლავ იმედოვნებს, რომ ისლამური რესპუბლიკა დანებდება. „მტრის როგორც აშკარა, ისე ფარული...































