პრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა

ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს უნდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა.

„ასეთ ევროკავშირს როცა გამადლის გერმანიის ელჩი, ეს, რა თქმა უნდა, ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამადლის. ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. რა იყო ეს ღირებულება - მინდა, შეგახსენოთ, რომ 40-იან წლებამდე ევროპისთვის უცხო იყო ის ღირებულებები, რომლებმაც ფესვი მოიკიდა ევროპაში სწორედ 40-იანი წლების ბოლოს. ძირითადად 1949 წლიდან, როდესაც დამყარდა ახალი კონსტიტუციური სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. მანამდე ევროპა იყო გამუდმებული ომების სივრცე. აქ არ იყო დამკვიდრებული ადამიანის უფლებები სისტემური სახით, სერიოზული პრობლემები იყო ადამიანის უფლებების კუთხით ევროპაში ტრადიციულად. მანამდე გახსოვთ ინკვიზიცია, კოცონზე ადამიანების დაწვა, მეცნიერების დაწვა კოცონზე და ა.შ. ათასი უბედურება. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ესეც უნდა გავიხსენოთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც დამკვიდრდა ევროპაში, მაინცდამაინც ძველი არ არის. დამკვიდრდა გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. ამიტომ უნდა შევახსენოთ ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია, მარტივად შეიძლება. შესაბამისად, ისინი მარტივად უნდა გაუმკლავდნენ ამ ღირებულებებს, რომლებსაც აქვს სულ რამდენიმე ათეული წლის ისტორია ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779306268

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი

პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306142

ახალი ამბები

პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები

თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306030

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა

ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, - ამის შესახებ საქართველოს...

ირაკლი კობახიძე

1779304792

ახალი ამბები

შიო მესამე: თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება - ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების

„თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრ...

შიო მესამე

1779302357

მსოფლიო

ტრამპი: შესაძლოა, ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა მოგვიწიოს - ან იქნებ არა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, ირანზე კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მოუწიოს, თუმცა დაელოდება და ნახავს, ​​მიიღწევა თუ არა შეთანხმება. „ვნახოთ, რა მოხდება. ჩვე...

დონალდ ტრამპი