ირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ბრუტალურ დარბევას და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენას.
„წერილს რა მიზანიც ჰქონდა, ეს შინაარსიდან მარტივად განიმარტება. ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. კიდევ უფრო კარგად აჩვენა ეს ყველაფერი შემდგომმა რეაქციებმა. ყველამ ვნახეთ, როგორ გაურბოდნენ კითხვებს ევროკავშირის ელჩები. მათ არაფერი ჰქონდათ საპასუხო. ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი. კითხვები დასვეს ჟურნალისტებმა 2024 წელთან დაკავშირებით, როდესაც იყო რამდენიმე უხეში გადაცდომა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. შედარება რომ გავაკეთოთ, ეს იყო ექსცესები და ხელისუფლებას ჰქონდა მყისიერი რეაგირება. მყისიერად დავგმეთ ის გადაცდომები, რომელიც საზოგადოებამ იხილა. არის ევროკავშირის, გერმანიის ელჩები, არის დანიის ხელისუფლება, რომლებიც ამის დაგმობასაც კი ვერ ბედავენ. ეს აჩვენებს სრულ ღირებულებით დეგრადაციას, რასაც განიცდის ევროპული ბიუროკრატია და რასაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით, რაც არის ტრაგიკული და სამწუხარო. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრების ბრუტალური დარბევა და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი, რაც იქნებოდა ამ ყველაფრის დაგმობა და თავისი სახელის დარქმევა“, - განაცხადა პრემიერმა.
1779306094
ახალი ამბებიპრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა
ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის...
1779304792
ახალი ამბებიშიო მესამე: თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება - ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების
„თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრ...
1779302357
მსოფლიოტრამპი: შესაძლოა, ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა მოგვიწიოს - ან იქნებ არა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, ირანზე კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მოუწიოს, თუმცა დაელოდება და ნახავს, მიიღწევა თუ არა შეთანხმება. „ვნახოთ, რა მოხდება. ჩვე...
1779301134
ახალი ამბებილევან მახაშვილის განცხადებით, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების დროს თუ ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევას, მაშინ რატომ არ არის რეაგირება ბრიუსელის მხრიდან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების დროს თუ ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევას, მაშინ რატომ არ არის...
1779300562
ახალი ამბებიმკვლელობა ჩოხატაურში - დაკავებულია ერთი პირი
რამდენიმე საათის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლულია 35 წლამდე კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების მიერ გ...































