ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი
პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე ოპოზიციის შეფასებებს ეხებოდა.
„ოპოზიციას რაც შეეხება, ჯერ ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნით ინტელექტი, მერე ქვეტექსტების განმარტება რომ მოთხოვოთ. რა თქმა უნდა, საამისო არც ინტელექტი აქვთ და არც შეგნება. რაც შეეხება რეალობას, პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში და ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაც არის ამის გაგრძელება და ჩვეულებრივი გამოხატულება. რა დამოკიდებულებაც აქვთ ამ ადამიანებს ქართველი ხალხის მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც ზოგადად განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“. ეს არის ერთადერთი ტექსტიც და ქვეტექსტიც, რაც ადამიანმა უნდა წაიკითხოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ღიას წერილიდან. ამის იქით არაფერი არ არის სინამდვილეში საძიებელი, უბედურებაა. რომელიმემ გასცა პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც დასმული იყო ამ წერილში? თუნდაც ქართველმა ოპოზიციონერმა. შეფასება გაუკეთეს იმას, რაც მოხდა დანიაში? არ გაუკეთებიათ ეს შეფასება, იმიტომ, რომ ისინი არიან ზუსტად იგივე დონეზე, რა დონეზეც არის პეტერ ფიშერი და პაველ ჰერჩინსკი. ერთი დონეა და ეს არის აბსოლუტურად მარგინალური მდგომარეობა, რა მდგომარეობამდეც მივიდა მთლიანად ეს კოლექტივი - აგენტურა ქვეყანაში და მათი ხელმძღვანელობა ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
1779306142
ახალი ამბებიპრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკ...
1779306094
ახალი ამბებიპრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა
ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის...
1779306030
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, - ამის შესახებ საქართველოს...
1779304792
ახალი ამბებიშიო მესამე: თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება - ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების
„თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრ...
1779302357
მსოფლიოტრამპი: შესაძლოა, ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა მოგვიწიოს - ან იქნებ არა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, ირანზე კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მოუწიოს, თუმცა დაელოდება და ნახავს, მიიღწევა თუ არა შეთანხმება. „ვნახოთ, რა მოხდება. ჩვე...































