პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკრებები, ეს რის ორმაგი სტანდარტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სინამდვილეში, საზოგადოება თვალს ადევნებდა ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში და მანამდეც.
„თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკრებები. სინამდვილეში, ჩვენ ვადევნებდით თვალს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მანამდეც, ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს. ამას უწოდებდნენ მშვიდობიან შეკრებებს, აქაც ჩანს, რამდენად სამარცხვინოა მათი მდგომარეობა. და როდესაც იყო მძიმე გადაცდომები, მაგრამ ეს იყო კონკრეტული ექსცესები, სამართალდამცავი ორგანოების კონკრეტული წარმომადგენლების გადაცდომები, ამის განზოგადება ხდებოდა სრულიად უსამართლოდ. ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია. ამის ადგილობრივი გამოხატულება იყო ევროკავშირის ელჩის, გერმანიის ელჩის უსუსური სახე, როდესაც მათ ვერ გაბედეს ამ ქმედებისთვის შეფასების მიცემაც კი, დანარჩენზე საზოგადოება ჩამოიყალიბებს საკუთარ მოსაზრებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც დანიაში განვითარებულ მოვლენებზე ადგილობრივი პოლიციის პასუხს შეეხებოდა, რომ როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს, მაშინ შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს ძალის გამოყენება, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგსა და წარუმატებელ დისკუსიაზე საუბარი უადგილოა, როდესაც მშვიდობიანი შეკრება ძალის გამოყენებით დაარბიეს.
„გავიხსენოთ, რა ხდებოდა თბილისში, პირდაპირ თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ინსტიტუტებს, რა დიალოგზე იყო საუბარი და ამას დაარქვეს აქ მშვიდობიანი შეკრება და დანიაში თურმე დიალოგის ხარისხი არ მოეწონათ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებთან. საერთოდ, „სად არიან“- ჟარგონით რომ ვთქვათ, ეს ადამიანები, „სად არის“ დანიის ხელისუფლება, სად არის მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. რა დიალოგზე იყო საერთოდ საუბარი, მშვიდობიანი შეკრება იყო და ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა ამ მშვიდობიანი შეკრების დარბევა. რა დიალოგზე და წარუმატებელ დისკუსიაზეა საუბარი“, - აღნიშნა პრემიერმა.
1779306030
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, - ამის შესახებ საქართველოს...
1779304792
ახალი ამბებიშიო მესამე: თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება - ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების
„თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრ...
1779302357
მსოფლიოტრამპი: შესაძლოა, ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა მოგვიწიოს - ან იქნებ არა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, ირანზე კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მოუწიოს, თუმცა დაელოდება და ნახავს, მიიღწევა თუ არა შეთანხმება. „ვნახოთ, რა მოხდება. ჩვე...
1779301134
ახალი ამბებილევან მახაშვილის განცხადებით, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების დროს თუ ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევას, მაშინ რატომ არ არის რეაგირება ბრიუსელის მხრიდან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების დროს თუ ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევას, მაშინ რატომ არ არის...
1779300562
ახალი ამბებიმკვლელობა ჩოხატაურში - დაკავებულია ერთი პირი
რამდენიმე საათის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლულია 35 წლამდე კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების მიერ გ...































