31 წლის დავით წოწოლაურის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ - „იძალადეს და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს“

31 წლის დავით წოწოლაურის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ, ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს: 

„🔵 საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 8 მაისს ქ. თბილისში, ჟ. შარტავას ქუჩაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

➡️ სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

➡️ პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778337060

ახალი ამბები

მაჭავარიანი: საქართველო არის საკვანძო ადგილზე შუა დერეფანში - ევრობიუროკრატებს მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ შუა დერეფანში საქართველო საკვანძო ადგილზეა. მისივე თქმით, ევრობიუროკრატებს მოუწევთ...

ლევან მაჭავარიანი

1778334842

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ჯერ ჩვენს ზოგიერთ გამყიდველს, მერე „ალტ-ინფოს“ და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ

აი, ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი „მსახურების“ მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარ...

გიორგი გამსახურდია

1778334712

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: „მთავარი არხი“, ე.წ. „პროდასავლური მედია“ რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავში...

დავით ქართველიშვილი

1778331315

ახალი ამბები

გიორგი შარაშიძე: ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ

4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხა...

გიორგი შარაშიძე:

1778331212

ახალი ამბები

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გ...

 ლევან ხაბეიშვილი