ლევან მაჭავარიანი უკრაინასთან ურთიერთობაზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ

ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, რაზე მიანიშნებს კომუნიკაციის გაცოცხლება კიევთან და შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში ვიხილოთ დიპლომატიური წარმომადგენლობა როგორც კიევში, ასევე თბილისში კიევის მხრიდან.

„საქართველო ყველას სჭირდება და სჭირდებათ, როგორც პარტნიორი, ვინაიდან ყველამ იცის, როგორი სანდო პარტნიორია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ჩვენს ადგილმდებარეობას, რომელიც გეოპოლიტიკურ ჭრილში უმნიშვნელოვანესია. კიევის ხელისუფლებამაც დაინახა ის, რასაც დღეს ევრობიუროკრატები არ იმჩნევენ, მაგრამ ხვალ შეიმჩნევენ.

დაინახეს, რომ საქართველოში ხელისუფლება ვერ ნაცვლდება - ვერც სააკაშვილი მოჰყავთ, ვერც რადიკალური ოპოზიცია და ვერც გვარამია. [კიევში] მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა დროის გაწელვას და დაიწყეს ჩვენთან საუბარი, ზუსტად ანალოგიურს ველოდებით ევრობიუროკრატებისგან.

იმდენი შეცდომა დაუშვა ოფიციალურმა კიევმა საქართველოსთან მიმართებით, პირდაპირ ომში გვითრევდნენ, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე დანიშნეს მაღალ თანამდებობაზე, სააკაშვილი შემოაპარეს - ამას ასე ადვილად ვერ დავივიწყებთ. დაჩქარდა მოვლენები, სურთ ჩვენთან კომუნიკაციის აღდგენა, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778334842

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ჯერ ჩვენს ზოგიერთ გამყიდველს, მერე „ალტ-ინფოს“ და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ

აი, ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი „მსახურების“ მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარ...

გიორგი გამსახურდია

1778334712

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: „მთავარი არხი“, ე.წ. „პროდასავლური მედია“ რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავში...

დავით ქართველიშვილი

1778331315

ახალი ამბები

გიორგი შარაშიძე: ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ

4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხა...

გიორგი შარაშიძე:

1778331212

ახალი ამბები

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გ...

 ლევან ხაბეიშვილი

1778330797

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „გილოცავთ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ფაშიზმზე...

მიხეილ ყაველაშვილი