ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ, არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ „დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული“ ახალგაზრდობა, ევროკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ“.
მისივე თქმით, ეს ღონისძიება იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც თავად უწოდებს ევროპულ „ცივ კომფორტს“, გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ.
„დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ეს ორი ფოტო, რომლებიც გადავიღე, ვფიქრობ, სრულად ასახავს ამ ღონისძიების სულისკვეთებასაც და პათოსსაც.
გამოფენის გარეთ ბევრ ადგილას განთავსებულ პოსტამენტზე გრავირებული კოსმოპოლიტ ზურაბ ჟვანიას საკრალური ფრაზა და გამოფენის შიგნით რადიკალთა უწყვეტი პროტესტის (ალბათ, ევროკავშირის დაფინანსებული) ამსახველი ფოტოალბომები. ეს ძალადობრივი აქციები კი მათ შორის ევროკავშირის ფულის გამოყენებით მოეწყო.
დიახ, დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ ზუსტად ისინი, ვისაც ველოდებოდი, რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული“ ახალგაზრდობა, ევროკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ. ვხედავდი, როგორ ეტენებოდნენ ევროკავშირის სტენდებთან მდგომ უცხოელებს, რომ მათგან სავიზიტო ბარათები მიეღოთ. მოკლედ, „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული, რაც უბრალო ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა. ჩემი სუბიექტური შეხედულებით, იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც მე ვუწოდებ ევროპულ „ცივ კომფორტს“, გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ. ეს იყო და ეს. თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი გამოფენებით ხალხს ვეღარ გააბრუებენ, როგორც ადრე.
ვფიქრობ, ევროპისგან განხიბლვის პროცესი ნელა, მაგრამ იწყება. თუმცა ალტერნატივა რა გვაქვს, ეს ჯერ არ ვიცი, და ვფიქრობ ინტენსიურად, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. მგონია, რომ კიდევ ბევრი ფიქრობს“, - წერს ანჯაფარიძე.
1778331315
ახალი ამბებიგიორგი შარაშიძე: ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხა...
1778331212
ახალი ამბებისაპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გ...
1778330797
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „გილოცავთ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ფაშიზმზე...
1778329149
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: შერჩევით სამართალთან დაკავშირებით ოპოზიციის ნარატივი სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება
ოპოზიციის ის ნარატივი, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოიშალა. სახელმწიფომ აჩვენა ის, რომ სამართლის უზენაესობის პრინციპი განუხრელი პრინციპია და ეს მუდამ ასე იქნება, - განაცხადა საპარლამე...
1778327218
მსოფლიოპუტინის თქმით, ნატომ და ევროკავშირმა რუსეთთან კონფრონტაციის გზა აირჩიეს
ევროკავშირმა და ნატომ რუსეთთან დაკავშირებით კონფრონტაციული ხაზი აირჩიეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე გ...































