მაჭავარიანი: პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა, კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს
როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერჩინსკისაც, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.
მაჭავარიანმა ჰერჩინსკის მუქარის შემცველი განცხადება გაიხსენა, რომ „საქართველო ბნელ დროში დაბრუნდება“ და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტორი, რასაც მოქალაქეები კარგად იაზრებენ.
ამასთან, მაჭავარიანმა პარალელი გაავლო აშშ-ის ადმინისტრაციასთან და ამ ქვეყნის საელჩოსთან საქართველოში და აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხედავენ, თუ როგორ უმჯობესდება ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან და შესაბამისად, აშშ-ის საელჩოსთანაც.
„ძალიან პოზიტიური სიგნალებია. ეს პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა. ჩვენ კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს.
როდესაც წინა ადმინისტრაცია გვექცეოდა ზუსტად ანალოგიურად უსამართლოდ, როგორც დღევანდელი ევრობიუროკრატია, მაშინ კარგად გახსოვთ, მათი წარმომადგენლები საქართველოში, საელჩო ზუსტად ანალოგიურად იქცეოდა, როგორც იქცევა ბატონი ფიშერი, როგორც იქცევა ბატონი ჰერჩინსკი. თუმცა შეიცვალა ადმინისტრაცია და აბსოლუტურად არანაირი ნეგატივი საელჩოსგან ჩვენ არ გვიგრძნია; არანაირი „ქარდები“ არ დაუდიათ, არანაირი განცხადებები არ გაუკეთებიათ კრიტიკულ ჭრილში.
როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერჩინსკისაც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1778334842
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ჯერ ჩვენს ზოგიერთ გამყიდველს, მერე „ალტ-ინფოს“ და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ
აი, ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი „მსახურების“ მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარ...
1778334712
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: „მთავარი არხი“, ე.წ. „პროდასავლური მედია“ რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავში...
1778331315
ახალი ამბებიგიორგი შარაშიძე: ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხა...
1778331212
ახალი ამბებისაპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გ...
1778330797
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „გილოცავთ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ფაშიზმზე...































