ლევან მაჭავარიანი: რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ, დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ, დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან.
„ჩვენმა პატრიარქმა სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაასახელა მეუფე შიო. თავდასხმა მეუფე შიოზე დაიწყო ზუსტად იმ პერიოდიდან. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მდიდარი „ენჯეოები“ ზუსტად იმ პერიოდიდან იწყებენ კამპანიას, თითქოს მეუფე შიო რუსეთის თამაშს თამაშობს. ეს ხომ ახალი არაა, რომ ვინც ვერ ჯდება მათ დღის წესრიგში, რუსეთის იარლიყი უნდა მიაწებონ?! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, თუმცა რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ, დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
1778334842
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ჯერ ჩვენს ზოგიერთ გამყიდველს, მერე „ალტ-ინფოს“ და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ
აი, ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი „მსახურების“ მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარ...
1778334712
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: „მთავარი არხი“, ე.წ. „პროდასავლური მედია“ რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავში...
1778331315
ახალი ამბებიგიორგი შარაშიძე: ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხა...
1778331212
ახალი ამბებისაპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გ...
1778330797
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „გილოცავთ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ფაშიზმზე...































