მაჭავარიანი: საქართველო არის საკვანძო ადგილზე შუა დერეფანში - ევრობიუროკრატებს მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ შუა დერეფანში საქართველო საკვანძო ადგილზეა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტი საქართველოზე გადის.
„დღეს შუა დერეფანი არის უალტერნატივო, სადაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად არის ხერხემალი. ჩრდილოეთ დერეფანი დაკეტილია, სამხრეთ დერეფანში პრობლემებია, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და ერთადერთი მარშრუტი, რითაც ჩინეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან ის პროდუქცია და საქონელი, რაც უნდა მიიღოს ევროკავშირმა, ყველაფერმა უნდა გაიაროს საქართველოზე.
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა იყოს მაქსიმალური და არანაირი დანაკარგი არ იყოს. ამას ემსახურება ავტოსაგზაო მაგისტრალების მშენებლობა, პორტების გაფართოება, ანაკლიის პორტის მშენებლობა, ახალი აეროპორტების მშენებლობა და არსებული აეროპორტების გაფართოება, რკინიგზის მოდერნიზაცია. აქედან გამომდინარე, როგორი გაბუტვის რეჟიმშიც არ უნდა იყვნენ დღეს ევრობიუროკრატები, ხვალ თუ ზეგ მათ მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და მოუწევთ იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის ის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში, ჩვენს ხელისუფლებასთან საუბარიც მოუწევთ. აქამდე ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოში ვასალი ხელისუფლება ჰყოლოდათ და ჩვენ აგენტურით ჩავენაცვლებინეთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1778334842
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ჯერ ჩვენს ზოგიერთ გამყიდველს, მერე „ალტ-ინფოს“ და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ
აი, ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი „მსახურების“ მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარ...
1778334712
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: „მთავარი არხი“, ე.წ. „პროდასავლური მედია“ რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავში...
1778331315
ახალი ამბებიგიორგი შარაშიძე: ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხა...
1778331212
ახალი ამბებისაპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გ...
1778330797
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „გილოცავთ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ფაშიზმზე...































