მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრების ფარგლებში აქტიურად ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა შედგა უზბეკეთის დელეგაციის წევრ მინისტრებთან.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრების ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, მათ შორის, უზბეკეთის მხრიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე მშენებლობა - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მათ შორის, უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უზბეკეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებისას ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის გეგმის მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც გააუმჯობესებს და გაზრდის ტვირთნაკადის გამტარუნარიანობას.

„ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ კიდევ უფრო მეტად ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, რაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს, ზოგადად, ბაზრების დივერსიფიკაციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, განხილული საკითხებიდან გამომდინარე, უზბეკეთის დელეგაციის წევრებს ადგილზე დავათვალიერებინოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა, ისევე, როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთონ ის შესაძლებლობები და მათ შორის, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ააჩქარებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783076193

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას უზრუნველყოფს

„საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკ...

მარიამ ქვრივიშვილ

1783076053

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით,...

ლაშა ხუციშვილი

1783075111

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა

როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის, ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლ...

ლადო სადღობელაშვილი

1783074724

ახალი ამბები

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია II და მისი ღვაწლი, ისაუბრეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე“ - შიო III ჩეხეთის ელჩს შეხვდა

ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ჩეხეთი...

შიო III ჩეხეთის ელჩს შეხვდა

1783073583

ახალი ამბები

„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 4000 დოლარი - ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ...

პროკურატურა