„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 4000 დოლარი - ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს ცვლის უფროსმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 4 000 აშშ დოლარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქრთამის აღება დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1783075111
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა
როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის, ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლ...
1783074724
ახალი ამბები„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია II და მისი ღვაწლი, ისაუბრეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე“ - შიო III ჩეხეთის ელჩს შეხვდა
ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ჩეხეთი...
1783073003
ახალი ამბებიგიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკ...
1783072264
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: იმედია, ევროპარლამენტში გონს მოეგებიან, რუკას დახედავენ და მიხვდებიან, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია
„ჩვენ გვაბრალებენ იმას, რაც რეალობაში არ არსებობს და სხვა ქვეყნების რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს სისულელეა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს“, - ამის შესა...
1783070987
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თინა ბოკუჩავას მხრიდან სინდისზე საუბარი ცინიკურია, სინდისმა თუ შეაწუხა, რატომ არ განაცხადა ეს თავიდანვე, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდნენ
„თინა ბოკუჩავას განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, მისი მხრიდან სინდისზე საუბარი ცინიკურია, სინდისმა თუ შეაწუხა, რატომ არ განაცხადა ეს ყველაფერი თავიდან“, - ამის შესახე...































