შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და ის როგორმე თავად ისაუბრებს
ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა – არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პეტერ ფიშერს ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში და არა ბერლინში.
„არ ვიცი, ბატონ პიტერს რა წარმოდგენა აქვს, თუ ჰგონია, რომ ბერლინია ევროკავშირი, ევროპის დედაქალაქი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდან არის. ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში. ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა – არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არათუ ამ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, შედის სხვა ელჩების კომპეტენციაში, ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. თითქოს მისი მეურვეობის ქვეშ იყოს ევროკავშირის ელჩი და თვითონ ვერ იტყვის იმას, რისი თქმაც უნდა. არ მგონია მე, რომ ბატონ ჰერჩინსკის უჭირდეს არტიკულაცია იმისი, რაც ევროკავშირის პოლიტიკა არის. ეს ადამიანი გამოდის, ხან ჩემს წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ, მას ხომ არ მივწერე, მივწერე ჰერჩინსკის. ჰერჩინსკიმ თავის პასუხი გასცა, რაც გასცა. გამოდგა ეს ადამიანი და ამის კომენტირება დაიწყო. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გამოვიდა ეს ადამიანი, ამის კომენტირება დაიწყო და ახლა არ ვიცი, თუ ბერლინი არის ევროკავშირის დედაქალაქი, გაგვაგებინონ, თუკი ეს არის დღევანდელი ისტორიული მოცემულობა.
ამ ადამიანმა არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის. ჩვენგან იყო კეთილი რჩევები, თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვურჩევდით, რომ ვენის კონვენციის ფარგლებში ყოფილიყო, შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მასპინძელი ხალხისთვის, მასპინძელი ხალხის ხელისუფლებისთვის. არაფერი ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა. გაიწვიეს გერმანიაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ პირობა, რომ ის დაბრუნდებოდა, ოღონდ არ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა, თავდასხმები, რომელსაც მისგან ვიყავით შეჩვეული. სამწუხაროდ, ეს პირობაც დაირღვა. ერთადერთი, რაც გვაიმედებს, არის ის, რომ რამდენიმე დღე დარჩა მის ელჩობას საქართველოში და ამით ეს სამწუხარო კარი ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, იმედია, დაიხურება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1779433574
ახალი ამბებიმაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს
„აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს“, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების - ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძ...
1779431786
ახალი ამბებილანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილი...
1779430328
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სტანდარტები უბრალოდ აღარ არსებობს, აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს
„აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტე...
1779429047
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად
„უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”, - წერს გერმანიაშ...
1779428117
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. „არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუა...































