შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს

სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა მას პეტერ ფიშერის ინტერვიუს შეფასება სთხოვეს, სადაც ამბობს, რომ სასიამოვნო არაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უსამართლო კრიტიკას ისმენს.

„ბატონი პეტერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რომ ამ ადამიანმა საქართველო-გერმანიის 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ გაიგივებულია დღეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად. მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა, სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის, ფაქტობრივად, ქართველებს. პარალელურად დასცინის ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრანსს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში. ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ. გამოდის, რომ ერთი ისაა ამ ქვეყანაზე, ვისაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე. სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779433574

ახალი ამბები

მაია ორჯონიკიძე გრიგოლიასა და მიშველაძის მიერ ირმა ინაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვაზე: აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს

„აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს“, - ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების - ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძ...

მაია ორჯონიკიძე

1779431786

ახალი ამბები

ლანა მორგოშია: 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „იმედის დილი...

ლანა მორგოშია

1779430328

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სტანდარტები უბრალოდ აღარ არსებობს, აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს

„აუცილებელია ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტე...

არჩილ გორდულაძე

1779429047

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ - ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად

„უნდა აჩვენებდეს თუ არა ქართული მედია როგორ შლის ძალის გამოყენებით პოლიცია დემონსტრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში. კი უნდა აჩვენებდეს, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო განათლების ნაწილი”, - წერს გერმანიაშ...

ლევან ჭოტორლიშვილი

1779428117

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. „არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია - ნუ იქნები მატყუა...

შალვა პაპუაშვილი