ახალ სეზონზე, ლეიკერსსა და კობი ბრაიანტზე — სანდრო მამუკელაშვილის სრული ინტერვიუ

NBA-ის ახალი სეზონის დაწყების წინ, კალათბურთელებმა მედიასთან საინტერესო კომენტარები გააკეთეს.

მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილიც ესაუბრა.

„თავს ჩინებულად ვგრძნობ, ძალიან მოტივირებული ვარ და ვხვდები, რომ მოდუნების დრო ნამდვილად არ არის. თუ ჩათვლი, რომ ამ ლიგაში ყველაფერი შენთვის კომფორტულად მიდის, სწორედ მაშინ იწყება ვარდნა. თუმცა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მართალია, სოლიდური 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ვარჯიშზე, ყველა მატჩში თუ მთელი სეზონის განმავლობაში რაღაცის დამტკიცება მუდმივად მომიწევს. უბრალოდ, მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. მსურს ბევრი თამაში მოვიგოთ, რაღაც დიდის ნაწილი გავხდე და კარიერაში მნიშვნელოვანი წარმატებები მივაღწიო.

ვფიქრობ, ლეიკერსს მეტი უნივერსალურობის შესაძლებლობას მივცემ, გუნდს მეტოქის დაცვის გაწელვაში დავეხმარები და შემაკავშირებელი რგოლის როლსაც შევასრულებ. ვეცდები, თამაშში სწრაფად ჩავერთო, პასი დროულად გავცე და მატჩს გარკვეული მუხტი შევმატო. როდესაც დაცვით ფუნქციებს შევასრულებთ, კარგი იქნება, თუ ტემპს ავაჩქარებთ, სწრაფად გადავერთვებით შეტევაში და უფრო აგრესიულად ვითამაშებთ. იმედი მაქვს, რომ სამქულიანების მხრივაც კარგი მაჩვენებელი გვექნება.

ზოგადად, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ უკვე ლეიკერსის მაისურს ვიცვამ. ამ წარმატებისთვის ბევრი ვიბრძოლე. ადრეც მითქვამს, რომ ჩემი საკალათბურთო შეხედულებების ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა კობი ბრაიანტმა მოახდინა. მას ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი. კობის ყველა ინტერვიუს ვეცნობოდი, მის ვიდეოებს ვუყურებდი და ვცდილობდი, მისი მენტალიტეტი გამეთავისებინა. ბრაიანტისთვის ხომ გეგმა B უბრალოდ არ არსებობდა, მისთვის მხოლოდ გეგმა A იყო“, -  აღნიშნა მამუკელაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790839051

მსოფლიო

ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი ორი ლეტალური ინიექციის შემდეგ გადარჩა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს - The Guardian

აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის აღსრულება ვერ მოხერხდა - 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგ გადარჩა და ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინ...

 სიკვდილმისჯილი ქალი

1790838504

ახალი ამბები

კახა კალაძე: პირველმა ოქტომბერმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს შეცვლილა ერთი რამ – საქართველოს ინტერესების დაცვა

„თბილისი 1-ელი ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო.  ა...

კახა კალაძე

1790837867

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ოქტომბერს საქართველოში

1 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალ...

ამინდი ამინდი

1790836899

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით...

აჭარის პოლიცია

1790835180

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს - როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ IRI მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრ...

დავით ქართველიშვილი