რატი იონათამიშვილი: 1-ელი ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს
„1-ელი ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1-ელი ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის.
„14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის და რომ არ აეღო ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე და რომ არ დასდგომოდა მას გვერდით ქართველი ხალხი და არ გაეკეთებინა სწორი არჩევანი, მაშინდელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა გზით წაიყვანდა და ეს გზა იქნებოდა ომის, მძიმე დაპირისპირებისა და ქვეყნის განადგურების.
1 ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.
1790838504
ახალი ამბებიკახა კალაძე: პირველმა ოქტომბერმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს შეცვლილა ერთი რამ – საქართველოს ინტერესების დაცვა
„თბილისი 1-ელი ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ა...
1790837867
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ოქტომბერს საქართველოში
1 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალ...
1790836899
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით...
1790835180
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს - როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ IRI მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრ...
1790834477
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტი, „ქართული ოცნებაა” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში მშვიდობის, სტაბილ...































