დავით ქართველიშვილი: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს - როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ IRI მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, საინტერესოა, რას ფიქრობენ IRI-ის წინა კვლევებზე, რომლებსაც თავად ოპოზიცია ეყრდნობოდა?

„ამ მოვლენის გასაანალიზებლად, რადიკალების ქცევაზე 36-საათიანი მონიტორინგის დაწესება იყო საჭირო. ახლა კი „ხსნილია“. აქ განსაკუთრებით საყურადღებო თავად IRI-ის შედეგი კი არ არის, არამედ ის სისწრაფე, რომლითაც შეიცვალა დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ. წლების განმავლობაში International Republican Institute-ის კვლევები ქართული რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური არგუმენტაციის მოსახერხებელ ინსტრუმენტს წარმოადგენდა: IRI-ის ციფრებს აქტიურად ციტირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლების მხარდაჭერის შემცირებაზე, ნდობის კრიზისზე ან ოპოზიციის მიმართ საზოგადოების მაღალი მოლოდინების შესახებ საუბრის საშუალებას იძლეოდა.

ახლა კი თითქმის საპირისპირო სურათი მივიღეთ: როგორც კი გამოქვეყნებული მაჩვენებლები მათთვის არასასურველი აღმოჩნდა, ეჭვქვეშ დადგა არა მხოლოდ ცალკეული მონაცემები, არამედ თავად ამ კვლევითი ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაც. ვიღებთ საკმაოდ საინტერესო მოცემულობას: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს, როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც.

განსაკუთრებით მკაფიოდ ეს იმიტომ ჩანს, რომ საქმე არ ეხება შემთხვევით აღმოცენებულ სოციოლოგიურ პროექტს, არამედ ორგანიზაციას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში სწორედ იმ წყაროს როლში არსებობდა, რომლის მონაცემებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური კომენტატორები ეყრდნობოდნენ. ამიტომ დღევანდელი რეაქცია უფრო ჰგავს არა კონკრეტულ ციფრებთან დავას, არამედ იმ ინსტრუმენტის მიმართ ნდობის კრიზისს, რომელიც ადრე სწორედ იმიტომ მიიჩნეოდა სანდოდ, რომ დამოუკიდებლად აღიქმებოდა.

თუ კვლევას მართლაც მეთოდოლოგიური ხარვეზები აქვს, მაშინ სრულიად ნორმალურია შესაბამისი პრეტენზიების წაყენება: შერჩევა, კითხვების ფორმულირება, საველე სამუშაოები, კვლევის ჩატარების თარიღები, სტატისტიკური ცდომილება, მონაცემთა დათვლის მეთოდი. მაგრამ ასეთმა პრეტენზიებმა თანაბრად უნდა იმუშაოს იმის მიუხედავად, ვისთვის არის შედეგი ხელსაყრელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე უკვე სოციოლოგიურ კვლევაზე მეცნიერულ დისკუსიასთან კი არა, პოლიტიკურ პრინციპთან გვაქვს: „სწორი კვლევა ის არის, რომელიც ჩვენთვის სასურველ შედეგს ასახავს“. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. თუ დღევანდელი ოპოზიცია ნამდვილად მიიჩნევს, რომ IRI იტყუება, მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, სრულიად ბუნებრივი კითხვა ჩნდება: მაშინ რა ვუყოთ IRI-ის წინა კვლევებს, რომლებსაც თავად ოპოზიცია ეყრდნობოდა? შეუძლებელია ერთი და იგივე წყარო გუშინ ობიექტურობის ეტალონად მიიჩნიო, დღეს კი დეზინფორმაციის ინსტრუმენტად გამოაცხადო მხოლოდ იმიტომ, რომ რეიტინგის რომელიღაც ციფრი შეიცვალა.

ეს უკვე IRI-ის პრობლემა აღარ არის - ეს სოციოლოგიური მონაცემების პოლიტიკური მოხმარების კულტურის პრობლემაა. საბოლოოდ, დღევანდელი დაპირისპირება კვლევის გარშემო გაცილებით ფართო ისტორიად იქცევა: ოპოზიცია შესაძლოა უკვე თავად რეალობას ედავებოდეს და არა იმ რეიტინგებს, რომლებმაც ეს რეალობა მისთვის აჩვენა. ხოლო როდესაც პოლიტიკური ძალა სარკეს ყოველ ჯერზე მატყუარას უწოდებს, როცა მასში საკუთარი ანარეკლი არ მოსწონს, საკითხი თანდათან სარკის ხარისხიდან იმაზე გადადის, თუ რატომ გახდა ეს ანარეკლი ასეთი არასასიამოვნო. რუსებს აქვთ გენიალური ანდაზა: „неча на зеркало пенять - коль рожа крива…,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790801935

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა

„1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პ...

დიმიტრი სამხარაძე

1790801531

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საშუალება რომ ჰქონდეთ, სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ და გაზის კამერებსაც ააშენებდნენ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ოპოზიციური ველის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

„სამწუხაროდ გვაქვს განგრძობადი ოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიების. ამავდროულად, განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის ნაწილში. ქართველი ხალხი იმსახურებს რომ დასრულდეს დროებითი ოკუპაცია ჩვენ...

არჩილ გორდულაძე

1790800582

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა ბი...

ირაკლი კირცხალია

1790798983

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა

„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ...

არჩილ გორდულაძე

1790798297

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ

„ყველაზე მთავარი და საუბედურო, რა არის იცით, მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველო...

ირაკლი კირცხალია