კახა კალაძე: პირველმა ოქტომბერმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს შეცვლილა ერთი რამ – საქართველოს ინტერესების დაცვა

„თბილისი 1-ელი ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო.  ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე“, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა, რომლის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა იდგა.

„ამ 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ - იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც. მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა - საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

ჩემთვის ეს წლები მხოლოდ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნის წლები არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, უამრავი ადამიანის ნდობაზე ზრუნვა და მათ წინაშე არსებული უდიდესი პასუხისმგებლობა.

ჩვენი მთავარი ძალა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხი. მადლობა თითოეულ ადამიანს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვისაც. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა და დღესაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.

1-ელ ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს!! მადლობა თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ საქმისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობით ემსახურებით.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, - აცხადებს კალაძე.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790835180

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს - როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ IRI მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრ...

დავით ქართველიშვილი

1790834477

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტი, „ქართული ოცნებაა” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში მშვიდობის, სტაბილ...

ლევან მაჭავარიანი

1790832712

მსოფლიო

ტრამპი: მსოფლიოში ეკონომიკურად ყველა ქვეყანაზე უკეთ ვართ, ევროპას ხომ ხედავთ, არეულობაა, სი ძინპინმაც კი მითხრა: კარგი საქმე გაგიკეთებიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის ეკონომიკური წარმატებით გაოცებული დარჩა. „ჩვენ მსოფლიოში ეკონომიკურად ყველა ქვეყანაზე უკეთ ვართ. ევროპას ხომ ხედა...

ტრამპი ტრამპი

1790831237

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ არა და ის რევოლუციური არჩევნები, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა, ძალიან სავალალო შედეგით დასრულდებოდა სააკაშვილის რეჟიმის განგრძობადი მმართველობა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების მნიშვნელობაზე საუბრობს...

 დავით მათიკაშვილი

1790831199

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ მწამებლური სისტემა დასრულდებოდა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას აფასებს. „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის, 2011 წელს გავრცელებული წე...

არჩილ გორდულაძე