კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ საქმეს ემსახურება, ეს საამაყო უნდა იყოს და ამის, არათუ დამალვა, პირიქით, აფიშირება უნდა ხდებოდეს.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან, თინა ხიდაშელის მიერ ჩეხეთში არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრირების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ფულს იღებენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრობისთვის.
„დეტალები არ ვიცი, თუმცა თუკი, ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვს და ქართულ საქმეს ემსახურები, აკეთებ ქართველი ხალხის საქმეს, დასამალი რა არის, პირიქით, საამაყო უნდა იყოს. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ქართულ საქმეს აკეთებენ, რეალურად ფულს იღებენ იმაში, როგორ უმტრონ საქართველოს და ქართველ ხალხს. თუ კარგ საქმეს აკეთებ, რატომ უნდა იყოს დასამალი? პირიქით, ღია უნდა იყო და აფიშირება გააკეთო იმ კარგი საქმეების, რაც გაქვს ჩაფიქრებული და მიზნად დასახული.
თუმცა, რეალობა არის ის, რომ ფულს იღებენ იმაში, როგორი ბოროტება გააკეთონ, როგორ წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1773394603
ახალი ამბებიილია ინჯია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება!
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურ...
1773392679
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმე...
1773392180
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე - არსებობენ ძალები, რომელთაც ამ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვა უნდათ, გადაწყვიტონ, რა არის საქართველოსთვის კარგი და ცუდი, რასაც ევროპარლამენტიდან ვხედავთ
ევროპარლამენტის უკვე მერამდენე რეზოლუციაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ავადაა და პტიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, ეს იმ დროს ხდება, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ კარგადაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურ...
1773391516
მსოფლიოThe Telegraph: ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს
ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს, - დაადგინეს ევროკავშირის მოსამართლეებმა პრეცედენტულ სასამართლო საქმეში. The Telegra...
1773389317
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი - ჰააგასა და სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ პროცესები გვაქვს მოგებული, რით ვერ გაიგეს, დაშინება აღარ გამოდის, სადაც უნდათ, იქ იჩივლონ, სიმართლეა ჩვენს მხარეს
„ჯერ კიდევ 2022 წლიდან ვსაუბრობთ, „დიფ სთეითი“ იბრძვოდა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალა, სუვერენიტეტი წაეღო და შემდეგ რაც უნდოდა, გაეკეთებინა, ომის დაწყება იქნებოდა თუ სხვა რა...































