საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1773401043
ახალი ამბებიანრი ნამიჭეიშვილი: სოფელ კურსებში მიმდინარეობს გეოლოგიური დაკვირვებები, მათ შორის დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილება და დინამიკა
წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, - ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვ...
1773400438
ახალი ამბებიფრანგი ჟურნალისტი: გუნდი სათადარიგო სკამიცაა, კვარაცხელიას გოლში ნიჭთან სითამამე იყო შერწყმული
RMC Sport-ის ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენი“-„ჩელსის“ მატჩზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, შეასრ...
1773399453
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზ...
1773397383
ახალი ამბებიკახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ საქმეს ემსახურება, ეს საამაყო უნდა იყოს და ამის, არათუ დამალვა, პირიქით, აფიშირება უნდა ხდებოდეს. როგორც კალაძემ დღეს ჟურ...
1773396319
ახალი ამბებილევან მახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაც...































