ლევან მახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმს“ ჰააგის სასამართლოსთან საერთო არაფერი აქვს.

„ეს დოკუმენტი მტკიცებულებების მიღმა პოლიტიკურ შეფასებებს შეიცავს და არა მტკიცებულებებით გამყარებულ სამართლებრივ დასკვნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფოს გაუქმებას არ ვაპირებთ. ამ რეკომენდაციების მიღება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სახელმწიფოებრიობაზე ხელი აიღოს და გადაწყვეტილებების მიღების უფლება უცხო ძალებს გადასცეს. რა თქმა უნდა, საქართველო ამის გაკეთებას არ აპირებს.

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, ეს დასკვნა კრებულია სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების. თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მზად ვართ, დებატების ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში თითოეული კანონი დავიცვათ. რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, რადგან ამ მექანიზმს არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან. პირიქით, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სპეკულაციების ნაცვლად, თუ რაიმე აქვთ სამტკიცებელი, სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენონ. ამ ეტაპზე, ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773392679

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმე...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

1773392180

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე - არსებობენ ძალები, რომელთაც ამ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვა უნდათ, გადაწყვიტონ, რა არის საქართველოსთვის კარგი და ცუდი, რასაც ევროპარლამენტიდან ვხედავთ

ევროპარლამენტის უკვე მერამდენე რეზოლუციაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ავადაა და პტიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, ეს იმ დროს ხდება, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ კარგადაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურ...

არჩილ გორდულაძე

1773391516

მსოფლიო

The Telegraph: ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს

ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს, - დაადგინეს ევროკავშირის მოსამართლეებმა პრეცედენტულ სასამართლო საქმეში. The Telegra...

ტრანსგენდერი პირები

1773389317

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი - ჰააგასა და სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ პროცესები გვაქვს მოგებული, რით ვერ გაიგეს, დაშინება აღარ გამოდის, სადაც უნდათ, იქ იჩივლონ, სიმართლეა ჩვენს მხარეს

„ჯერ კიდევ 2022 წლიდან ვსაუბრობთ, „დიფ სთეითი“ იბრძვოდა იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალა, სუვერენიტეტი წაეღო და შემდეგ რაც უნდოდა, გაეკეთებინა, ომის დაწყება იქნებოდა თუ სხვა რა...

გურამ მაჭარაშვილი

1773388504

მსოფლიო

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა

13 მარტის ღამეს თურქეთის ჩრდილოეთით, ტოკატის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet Daily News-ი ავრცელებს. ბიძგები გამთენიას, ადგილობრივი დროით 03:35 საათზე დაფ...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა