როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი.

თბილისში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14-15 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 14 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 15-16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +8, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 14 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 15-16 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773401043

ახალი ამბები

ანრი ნამიჭეიშვილი: სოფელ კურსებში მიმდინარეობს გეოლოგიური დაკვირვებები, მათ შორის დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილება და დინამიკა

წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, - ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვ...

ანრი ნამიჭეიშვილი

1773400438

ახალი ამბები

ფრანგი ჟურნალისტი: გუნდი სათადარიგო სკამიცაა, კვარაცხელიას გოლში ნიჭთან სითამამე იყო შერწყმული

RMC Sport-ის ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენი“-„ჩელსის“ მატჩზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, შეასრ...

ხვიჩა კვარაცხელია

1773399936

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმ...

ა კორეის რესპუბლიკი

1773397383

ახალი ამბები

კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ საქმეს ემსახურება, ეს საამაყო უნდა იყოს და ამის, არათუ დამალვა, პირიქით, აფიშირება უნდა ხდებოდეს. როგორც კალაძემ დღეს ჟურ...

კახა კალაძე

1773396319

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაც...

ლევან მახაშვილი