არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლებას ვერ იყოფს, მზად არიან, ერთმანეთი ლანძღონ, თათხონ და ერთმანეთს ხელითაც კი შეეხონ
„საზოგადოება ხედავს, რა დღეში ჩაიგდო თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურამ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი სამშობლოს მოღალატე დაუპირისპირდება ერთმანეთს, მხოლოდ უკეთესია ქვეყნისთვის.
საზოგადოება ხედავს, რა დღეში ჩაიგდო თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურამ. შეგვიძლია, მათ უბედურ მდგომარეობაში ყოფნას ვუყუროთ, რაც მხოლოდ სასიკეთოა ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. რაც უფრო მეტი სამშობლოს მოღალატე დაუპირისპირდება ერთმანეთს, მხოლოდ უკეთესია ქვეყნისთვის. როგორც ამბობენ, ძალაუფლება ყველაზე დიდი ნარკოტიკია.
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლებას ვერ იყოფს. ამ ადამიანებმა ქვეყანაში სისხლის კალოები დაატრიალეს. ეს ადამიანები თანამდებობას და ძალაუფლებას ვერ იყოფენ. ამიტომ მზად არიან, ერთმანეთი ლანძღონ, თათხონ და ერთმანეთს ხელითაც კი შეეხონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1780392043
ახალი ამბებიგიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წელი და 3 თვე განესაზღვრათ
გიგა ავალიანის საქმეზე მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლე...
1780391228
ახალი ამბებიპრემიერის ანგარიში: საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში
საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, – ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის წლ...
1780389518
ახალი ამბებიპრემიერის ანგარიში - 2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს, მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ვიზიტების რაოდენობამ კი 7,803,239 შეადგინა
„2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს, მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (+6%), ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 7,803,239 შეადგინა (+...
1780389235
ახალი ამბებიპრემიერის ანგარიში: 2025 წელს საჯარო სექტორში 1421 სტაჟიორი შეირჩა, საიდანაც 2026 წელს სტაჟირების ხელშეკრულება 492 სტაჟიორს გაუგრძელდა, სისტემაში კი 199 პირი დასაქმდა
2025 წელს საჯარო სექტორში 1421 სტაჟიორი შეირჩა, საიდანაც 2026 წელს სტაჟირების ხელშეკრულება 492 სტაჟიორს გაუგრძელდა, სისტემაში კი 199 პირი დასაქმდა. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგა...
1780388775
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართვ...































