შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, პეტერ ფიშერის განცხადება არის გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, „ბატონ ფეშერის ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის, საჭიროა ქართველი დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. საინტერესოა, ასე ფიქრობს თუ არა იგი გერმანელობაზეც.“

„ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის. საჭიროა ქართველი დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. საინტერესოა, ასე ფიქრობს თუ არა იგი გერმანელობაზეც? სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს - „ჩვენ გვქონდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი.. განადგურებული ქვეყანა. ევროკავშირი იყო ცივილიზებულ სახელმწიფოთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი.

„საქართველოს, ამ მხრივ, არც თავისი წარსული აქვს გასაქრობი და არც ცივილიზებულთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი ასაღები.ევროკავშირი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაა. ყოველ შემთხვევაში, ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველებს სწრაფვა სურთ. გათქვეფილი იდენტობის კავშირს საბჭოთა კავშირი ჰქვია.წარმავალმა ელჩმა კი უმჯობესია, იმაზე იფიქროს, როგორ ქვეყანაში მოუწია ჩამოსვლა და რამდენი რამ ვერ გაიგო აქაურობის“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780393786

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლებას ვერ იყოფს, მზად არიან, ერთმანეთი ლანძღონ, თათხონ და ერთმანეთს ხელითაც კი შეეხონ

„საზოგადოება ხედავს, რა დღეში ჩაიგდო თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურამ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ს...

არჩილ გორდულაძე

1780392520

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ....

ში გოჭების არალეგალური სასაკლაოები

1780392043

ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წელი და 3 თვე განესაზღვრათ

გიგა ავალიანის საქმეზე მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლე...

პროკურატურა

1780391228

ახალი ამბები

პრემიერის ანგარიში: საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში

საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, – ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის წლ...

ირაკლი კობახიძე

1780389518

ახალი ამბები

პრემიერის ანგარიში - 2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს, მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ვიზიტების რაოდენობამ კი 7,803,239 შეადგინა

„2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს, მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (+6%), ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 7,803,239 შეადგინა (+...

ირაკლი კობახიძე