პრემიერის ანგარიში: საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში
საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, – ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
ანგარიშში უკრაინის მხარდაჭერაზეა საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველომ დაასპონსორა/მხარი დაუჭირა 850-მდე რეზოლუციას/გადაწყვეტილებას/დეკლარაციას/რეკომენდაციას, გააკეთა 380-ზე მეტი ეროვნული განცხადება.
„ეუთოს ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას რუსეთთან მიმართებით. საქართველო, ასევე, გახდა უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამფუძნებელი კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში. ქართული მხარე მონაწილეობდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ეგიდით გამართულ შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში.
საანგარიშო პერიოდში საქართველო კვლავ აქტიურად ახორციელებდა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სოციალური, თუ საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით. ასევე, უკრაინის ენერგეტიკული საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ უზრუნველყოფილ იქნა გენერატორების მიწოდება ჰუმანიტარული დახმარების სახით“, – ნათქვამია ანგარიშში.
1780387166
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი რადიკალების სპეკულაციებზე: ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამს ივანიშვილი, გააკეთებენ ამას. უდავო საკითხებსაც ედავებიან. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მითითება აქვთ მიცემული, არცერთი ნაბიჯი არ შეაფასონ დადებითად
ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამს ივანიშვილი, გააკეთებენ ამას, უდავო საკითხებსაც ედავებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თ...
1780386104
ახალი ამბებისაქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის ტექნოლოგიურ და ინოვაციურ განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება - საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა D...
1780385137
ახალი ამბებიპრემიერის ანგარიში - გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა
გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინის...
1780385045
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის...
1780384341
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...































