პრემიერის ანგარიში - 2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს, მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ვიზიტების რაოდენობამ კი 7,803,239 შეადგინა
„2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს, მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (+6%), ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 7,803,239 შეადგინა (+5.9%)“, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების დინამიკა, რომელმაც ასევე რეკორდულ მაჩვენებელს – 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით, +8.4%-ით არის გაზრდილი.
„პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია 2026 წლის პირველ კვარტალშიც: საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვლავ ისტორიული მაქსიმუმი – 829.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+0.5%). ამასთან, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,300,505-ს გაუტოლდა, რაც წლიურად – 1.1%-ით არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მიმართულებით კვლავ დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – 997,529 ვიზიტი (+4%).
ინტენსიურად გრძელდება განთავსების ობიექტების სექტორის განვითარება, რომლის ფარგლებშიც, გაიხსნა 20 ობიექტი, რომელთა ჯამური მოცულობა აღემატება 1,000 ნომერსა და 2,000 საწოლ ადგილს. ჯამში, ფუნქციონირებს 2,691 განთავსების ობიექტი, 52,596 ნომრითა და 116,204 საწოლი ადგილით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობას მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად“, – ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.
1780386104
ახალი ამბებისაქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის ტექნოლოგიურ და ინოვაციურ განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება - საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა D...
1780385137
ახალი ამბებიპრემიერის ანგარიში - გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა
გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინის...
1780385045
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის...
1780384341
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...
1780382598
მსოფლიო„სამწუხარო რეკორდი“ - გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია Paritätische Wohlfahrtsverband-ის (კეთილდღეობის თანასწორობის ასოციაციის) ახალ ანგარიშში. სიღარიბის შესახებ ანგარიშის თანახმად...































