დავით ქართველიშვილი: ალტერნატიული მიმართულებების გაჩენის შემთხვევაშიც კი, საქართველო რეგიონში რჩება ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხო და საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მეტად ინტეგრირებულ დერეფნად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნის ინფრასტრუქტურის მორიგი ეტაპის ექსპლუატაციაში გაშვებას.
ანალიტიკოსი წერს, რომ ტრადიციული მარშრუტების არასტაბილურობის ფონზე, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა იზრდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფანი კი რგოლია ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირებაში. ქართველიშვილმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ პროექტზე- TANAP-ზე:
„ბაქოში გამართულ ენერგეტიკის კვირეულზე გამოცხადდა TANAP-ის მოდელზე დაფუძნებული მასშტაბური ელექტროენერგეტიკული დერეფნის განვითარების იდეის წინსვლა. პროექტში პირდაპირ არიან მოხსენიებულნი აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ნებისმიერი ალტერნატიული მიმართულების გაჩენის შემთხვევაშიც, საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო და ინტეგრირებულ დერეფნად რჩება.
„დღეს გაიმართება ოფიციალური ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნის ინფრასტრუქტურის მორიგი ეტაპის ექსპლუატაციაში გაშვებას. ცერემონიაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. ეს მაგისტრალი შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. ტრადიციული მარშრუტების არასტაბილურობის ფონზე საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ობიექტურად იზრდება.
ამავდროულად ბაქოში გამართულ ენერგეტიკის კვირეულზე გამოცხადდა TANAP-ის მოდელზე დაფუძნებული მასშტაბური ელექტროენერგეტიკული დერეფნის განვითარების იდეის წინსვლა. პროექტში პირდაპირ არიან მოხსენიებულნი აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. აქ საუბარი უკვე მხოლოდ გაზს აღარ ეხება, დღის წესრიგში დგას ელექტროენერგიისა და „მწვანე“ ენერგიის მომავალი ნაკადებიც.
ეს ნიშნავს, რომ საქართველო თანდათან მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო, არამედ როგორც ენერგეტიკული ხიდი კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის. და ბოლოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი მარშრუტებისა და დამატებითი საკომუნიკაციო ხაზების გახსნის შესაძლებლობებზე მიმდინარე დისკუსიების ფონზე - კვლავ გააქტიურდა საუბარი საქართველოს სატრანზიტო უპირატესობის თითქოსდა შესაძლო შემცირებაზე. თუმცა პრაქტიკულად ყველა სერიოზული ანალიტიკური ცენტრი აღიარებს, რომ ალტერნატიული მიმართულებების გაჩენის შემთხვევაშიც კი, საქართველო რეგიონში რჩება ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხო და საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მეტად ინტეგრირებულ დერეფნად. უფრო მეტიც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აქტიური ფაზა და ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის შემდგომი განვითარება ამ პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1780395432
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, პეტერ ფიშერის განცხადება არის გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, „ბატონ ფეშერის ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არ...
1780393786
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლებას ვერ იყოფს, მზად არიან, ერთმანეთი ლანძღონ, თათხონ და ერთმანეთს ხელითაც კი შეეხონ
„საზოგადოება ხედავს, რა დღეში ჩაიგდო თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურამ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ს...
1780392520
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ....
1780392043
ახალი ამბებიგიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წელი და 3 თვე განესაზღვრათ
გიგა ავალიანის საქმეზე მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლე...
1780391228
ახალი ამბებიპრემიერის ანგარიში: საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში
საქართველო კვლავ ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, – ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის წლ...































