"აშშ-ს უწყებები წერენ, რომ საქართველო გამოიყენება სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად" - ელენე ხოშტარია
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ აშშ-ის ფინანსური დანაშაულის ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საქართველო არის საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელორუსისთვის სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად.
მისივე განმარტებით, ასეთი დოკუმენტის გამოქვეყნებას თან უნდა ახლდეს საქართველოს მთავრობის განცხადებები განმარტებებით, რომელიც საზოგადოებას არ მოუსმენია.
"ამერიკის ფინანსური დანაშაულთა ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა, ეს არის უწყებები, რომლებიც ერთობლივად ახდენენ სანქციების მონიტორინგს და კონტროლს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ საუბრობს იმ შავ ხვრელებზე, რომლებიც უკვე არსებობს სანქციების თავიდან არიდების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სისხლის მანქანის მომარაგება და მინდა აღვნიშნო, აქ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორც სამიზნე ამ სანქციების.
ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის სავაჭრო გზა, კერძოდ საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელორუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისთვის.
ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია, პირველად, უმაღლეს ოფიციალურ დონეზე ამერიკა საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა გამოიყენება სანქციების თავიდან არიდების მიზნით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას საგანგებოდ უნდა მოვთხოვოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ, გვაქვს საფრთხე, ქვეყანა, პორტი არ დასანქცირდეს და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები.
ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და მე-16 პუნქტი საუბრობს, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება.
მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ რუს სანქცირებულ პირთან, მიხაილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს ბორჯომს, საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს, ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი 49,9%-ს ფლობს ბორჯომში, რაც ასევე ძალიან საყურადღებოა და ასევე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა" - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...
1794405675
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...






























