ბერლინში „ფეისბუკ“- პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

როგორც ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, გერმანული კანონმდებლობით ინტერნეტში შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება.

„მოკლედ ასეთი ამბავია: მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში. კი, აქაური კანონმდებლობით თურმე სისხლით განიხილება ფბ შეურაცხყოფები. არ წერია ვინ შეიტანა სარჩელი, მხოლოდ დრო წერია, როდის გამოქვეყნდა პოსტი და ამით მე კი მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ ველი პასუხს და უკვე დოკუმენტირებულად გამოვდებ სახელს და გვარს.

მანამდე კი ჩემს ვარაუდს გეტყვით: ბერლინში ჩანერგილი საკმაოდ დიდ აუდიტორიიანი ქოცი გარეწარია.

ეს პირველი ეტაპი, ჩემი ადვოკატის და სამართალდამცველების მიმოწერის:
** **** (ადვოკატის სახელი)
ადვოკატი
სისხლის სამართლის სპეციალისტი
ბერლინი, 07.09.2026
თქვენი ნომერი:
*****
საგამოძიებო საქმე ნატალია ფერაძის წინააღმდეგ
პატივცემულო ბატონო ****,
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
თანდართული ჩემზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ქალბატონმა ნატალია ფერაძემ დამავალა მისი დაცვა წინამდებარე სისხლის სამართლის/საგამოძიებო საქმეში, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს Facebook-ის საშუალებით სავარაუდო შეურაცხყოფის გამო.

ჩემი რჩევის შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი შემდგომ შეტყობინებამდე ისარგებლებს დუმილის უფლებით.

უკვე ამ ეტაპზე ვითხოვ, რომ წინამდებარე საქმე გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (StPO) §170-ის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეწყდეს.

ამასთან, ვითხოვ, რომ რაც შეიძლება მალე მომეცეს საქმის მასალების გაცნობის უფლება (Akteneinsicht) პროკურატურის/სასამართლო ორგანოს მიერ საქმის მასალების ციფრული სახით მოწოდებით. ალტერნატიულად, ვითხოვ საქმის მასალებისა და, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი საქმის მასალების სამი დღის ვადით ჩემს ოფისში წაღების შესაძლებლობას.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სამი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება შესაბამისი პოზიცია/განცხადება.პატივისცემით,**** ***""""ადვოკატი“, - წერს ფერაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789730946

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნამოხვანის“ პროექტის განხილვისას აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული

„როდესაც განიხილებოდა „ნამოხვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინ...

ირაკლი კობახიძე

1789730838

ახალი ამბები

პრემიერი: უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან

„უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულ...

ირაკლი კობახიძე

1789730798

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან

„რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული“, - ამის შესა...

ირაკლი კობახიძე

1789728718

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი, მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მას რჩება საერთაშორისო ვალდებულება, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ...

ბექა ძამაშვილი

1789727260

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით

„ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე