ირაკლი კობახიძე: „ნამოხვანის“ პროექტის განხილვისას აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული

„როდესაც განიხილებოდა „ნამოხვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნამოხვან ჰესის“ გარშემო კამპანიაში ჩართული იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული ენჯეოები, ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული კამპანია.

„ყველა ინვესტიციის მიმართ ზოგადად აწარმოებენ ასეთი ტიპის კამპანიებს. ახლა ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და ზოგადად ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. მთელი ჩვენი გენერაცია არის 4800 მგვტ და გვინდა 10-წლიან პერსპექტივაში ეს გენერაცია გაიზარდოს 11 500 მგვტ-მდე, რაც ნიშნავს მრავალი ჰესის მშენებლობას, ქარის სადგურის და მზის სადგურის მშენებლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ პროექტთან დაკავშირებით იქნება ასეთი მცდელობები. როდესაც განიხილებოდა „ნამოხვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს.

იყო მთელი კამპანია, მათ შორის ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ მთელი ენჯეოები, მათ შორის საია EMC, კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული ენჯეოები, ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული კამპანია. ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, მათ შორის გულწრფელი ადამიანებიც ჩართეს ამ ღონისძიებებში, თუმცა მთლიანად კამპანია იყო ორკესტრირებული და მათ შორის ეს კამპანია იყო უცხოეთიდან გრანტებით დაფინანსებული და უცხოური აგენტურა იყო პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. თუმცა ერთი მხარე არის უცხოური აგენტურა, რომელიც მაშინ იყო უფრო მეტად ძლიერი და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც შედარებით სუსტი იყო ობიექტური მიზეზების გამო. დღეს არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება, მათ შორის ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რამაც უზრუნველყო აგენტურის დასუსტება, სახელმწიფოს გაძლიერება და ამ პირობებში სამომავლოდ შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერავინ ამ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789730798

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან

„რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული“, - ამის შესა...

ირაკლი კობახიძე

1789728718

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი, მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მას რჩება საერთაშორისო ვალდებულება, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ...

ბექა ძამაშვილი

1789727260

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით

„ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე

1789726772

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება

„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველ...

ირაკლი კობახიძე

1789725621

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა

„რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას და ასე შემდეგ, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა, მათ შორის, განსაკუთრებით როცა შეიძლება, ოპოზიცი...

შალვა პაპუაშვილი