პრემიერი: უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან
„უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დედაქალაქში ახალი სკვერის გახსნისას ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამართულ აქციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავს ქმედებებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.
„პირველ რიგში, მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი პარკი შეემატა, რომელიც უმაღლესი ხარისხით არის მოწყობილი - როგორც ეს სჩვევია თბილისის მერიას და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება თბილისელებისთვის, შესაბამისი უბნის მცხოვრებლებისთვის.
აქაც ხედავთ, რომ უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის მორიგი გამოხატულება. მათ სცადეს, რაღაც დისონანსი შემოეტანათ, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთ ღონისძიებებს ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი“, - აღნიშნა პრემიერმა.
1789730798
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან
„რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული“, - ამის შესა...
1789728718
ახალი ამბებიბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი, მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მას რჩება საერთაშორისო ვალდებულება, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ...
1789727260
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით
„ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1789726772
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველ...
1789725621
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა
„რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას და ასე შემდეგ, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა, მათ შორის, განსაკუთრებით როცა შეიძლება, ოპოზიცი...































