ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით

„ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლად აშენებულ სკოლაში სრულად არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები.

„ყველას მინდა, მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს! თქვენთვის იწყება სრულიად ახალი ეტაპი ცხოვრებაში და ყველას მინდა, გისურვოთ ბედნიერი წლები და ძალიან დიდი წარმატებები. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იქნება ძალიან წარმატებული და საფუძველს ჩაუყრის ახალ-ახალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიხარულოა 21-ე სკოლის მოსწავლეებისთვის ბათუმში, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ამ სასწავლო წელს ხვდებიან სრულიად ახლად აშენებულ სკოლაში, სადაც არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები ყველა თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ასეთი სასწავლო გარემო ნიშნავს კიდევ უფრო მეტად ხარისხიან განათლებას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, ახალ სკოლას, რომელიც 1 400 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველანაირი თანამედროვე სტანდარტით და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. თავის დროზე, აქ იყო სკოლა, ისტორიული სკოლა და შენობა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით და აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში - იმ ადგილას, სადაც დაინგრა სკოლა, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ბავშვებისთვის, განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მუშაობას. დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ბათუმში მე-4 და მე-5 სკოლები, რომლებიც სრულად არის რეაბილიტირებული და იქაც ბავშვებისთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულიად ახალი, თანამედროვე გარემო,“- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789721107

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: ნებისმიერი აყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში, მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში, მიზანი არის სწორედ ის, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში

„მისი გადასაწყვეტია, რა კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეს გარეთ - მედიასთან თუ საზოგადოებასთან, რა სიხშირით და რა შინაარსით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ...

შალვა პაპუაშვილი

1789720197

მსოფლიო

პირველად 100 წლის განმავლობაში მეცნიერებმა კატის ახალი ჯიში აღმოაჩინეს

მეცნიერებმა პირველად 100 წლის განმავლობაში კატის ახალი ჯიში აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა National Geographic იუწყება. კატის ჯიშის სახელწოდებაა Leopardus tilcayo. მისი ტანი კოპლებით არის დაფარული....

კატის ახალი ჯიში

1789719009

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად, ასე მიატოვეს სააკაშვილიც, ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები, აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი

„ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმარ...

შალვა პაპუაშვილი

1789718543

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველამ უნდა გაიაზროს, რა ბედი ელოდა საქართველოს, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც დღესაც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ

„საქართველო გამზადებული იყო, რომ მეორე ფრონტის როლი ეთამაშა და ევროკავშირის დაცვისთვის ხარჯთეფექტური ყოფილიყო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დ...

 შალვა პაპუაშვილი

1789716997

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვ...

შალვა პაპუაშვილი