ირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან
„რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ახერხებს ქვეყანა შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი.
„მთლიანობაში რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული. ზოგადად, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ვახერხებთ შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა და კორუფციის სრულად აღმოფხვრა ეხმარება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, - განაცხადა პრემიერმა.
1789730838
ახალი ამბებიპრემიერი: უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან
„უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულ...
1789728718
ახალი ამბებიბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი, მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მას რჩება საერთაშორისო ვალდებულება, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ...
1789727260
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით
„ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1789726772
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველ...
1789725621
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა
„რაც შეეხება კენჭისყრის დროს შეცდომით მხარდაჭერას და ასე შემდეგ, ეს საპარლამენტო ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, ასეთი რამ ხდება, როდესაც მიდის კენჭისყრა, მათ შორის, განსაკუთრებით როცა შეიძლება, ოპოზიცი...































