გივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ
„თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, დაწყებულია საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის პროცესი.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შესაბამისი დასკვნის მიღებისას ნებისმიერ შემთხვევაში მყისიერად ახდენს რეაგირებას.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ, დავიწყეთ საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი სარემონტო სკოლები და საკითხი, რომელსაც სამომავლოდ ვერ გადავდებთ.
ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადაიჭრას საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა. ამ საკითხს განსაკუთრებული გულისყურით ვეკიდებით და ამ მიმართულებით გვექნება მყისიერი, კონკრეტული რეაგირება.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.
მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო.
მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.
პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
1789731720
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება
„ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...
1789731638
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს
„სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მა...
1789730982
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შინაარსის შეხვედრა, ვინაიდან არმაზ ახვლედიანი არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი
„ამ ყველაფერს გრანტების მიღების ნაწილში თანხმობა სჭირდებოდა. ალბათ დაინტერესდება შესაბამისი უწყება და სამსახური, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუ...
1789730946
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნამოხვანის“ პროექტის განხილვისას აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული
„როდესაც განიხილებოდა „ნამოხვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინ...
1789730838
ახალი ამბებიპრემიერი: უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან
„უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულ...































