ბოჭორიშვილი ევროკომისიის ეკონომიკურ პროგნოზზე: ციფრები ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულია მოატყუო საზოგადოება და დამალო სიმართლე

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაფართოების კონტექსტშიც - ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისიის პროგნოზთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც საქართველოს 7,3%-იანი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა.

„ციფრები ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულია მოატყუო საზოგადოება და დამალო სიმართლე. სულ ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, სადაც უარი თქვა საქართველოს ეკონომიკური მიმართულებების შეფასებაზე.

სინამდვილეში, ეს ანგარიში არ ასახავს იმ რეალურ სურათს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზე, სულ რამდენიმე დღის შემდგომ აქვეყნებს პროგნოზებს, თუ როგორი არის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი, სადაც სულ სხვა სურათი იხატება და ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაფართოების კონტექსტშიც, - ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი, იმიტომ რომ სწორედ ეს სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763451650

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძის განცხადებებზე: მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ მაინც სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული

„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში ყოფნის დროს ხაზარაძე დაკავებული იყო თაღლითობით და სახელმწიფო კრიმინალური რეკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული...

 რატი იონათამიშვილი

1763450461

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება

„ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მა...

ვახტანგ ცინცაძე

1763448821

ახალი ამბები

ამოღებულია 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კგ ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დ...

ნარკოტიკული საშუალება

1763448317

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა....

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

1763446773

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრ...

 უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს