„ევროპა გავლენას კარგავს, მსოფლიო მას ახალ წესებს კარნახობს“ - Financial Times-ის მიმომხილველი

ევროპა საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა გლობალურ წესრიგს, მაგრამ დღეს ის სულ უფრო მეტად ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, - წერს გიდეონ რაჰმანი Financial Times-ის მიმომხილველი.

როგორც მიმომხილველი წერს, ამ ტენდენციის სიმბოლო იყო შოტლანდიის ქალაქში გადაღებული ფოტო, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იძულებით იღიმის და დგას დონალდ ტრამპის გვერდით, რომელმაც ფაქტობრივად აიძულა ევროკავშირი დათანხმებულიყო ევროპულ ექსპორტზე 15%-იან ტარიფებს ბრიუსელის მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე.

რაჰმანის თქმით, ევროპის სისუსტე თავდაცვაში ძირს უთხრის მის ძლიერებას ვაჭრობაში - და ეს მხოლოდ უფრო ღრმა სტრუქტურული პრობლემების ერთ-ერთი გამოვლინებაა.

რაჰმანმა განაცხადა, რომ კონტინენტი, რომელიც ოდესღაც დომინირებდა მსოფლიოში, ახლა ადგილს უთმობს შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, თურქეთს, არაბულ მონარქიებს და თვით რუსეთსაც კი. ევროპას მსოფლიო პოლიტიკიდან აძევებენ.

როგორც Financial Times-ის მიმომხილველი წერს, მოსკოვი, ანკარა და პეკინი სულ უფრო აქტიურები არიან ბალკანეთში. ჩინეთი ინვესტიციებსა და სესხებს იყენებს კონტინენტზე თავისი ყოფნის გასაზრდელად. რუსეთი აგრძელებს ევროკავშირის შიდა დაპირისპირების წარმოქმნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრემლის მიმართ უფრო თანაგრძნობით განწყობილი პარტიების პოპულარობა იზრდება.

სტატიის ავტორის აზრით, ევროპის მთავარი პრობლემები არა ფული და იარაღია, რომელიც მას ზოგადად საკმარისი აქვს, არამედ ბიუროკრატია, პოლიტიკური მონდომების ნაკლებობა და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება თამაშის წარსულ წესებზე. ბრიუსელი ვერ ახერხებს სწრაფად და მკაცრად მოქმედებას - როგორც ამჟამინდელი მსოფლიო ძალები.

ევროპას მოსწონს, რომ საკუთარ თავს მორალისა და საერთაშორისო სამართლის დამცველად მიიჩნევს, თუმცა აფრიკასა და აზიაში ამ რიტორიკას ხშირად უნდობლობით ხვდებიან. რაჰმანი წერს, რომ მსოფლიო შედის ახალ „ევროპისთვის ბრძოლაში“, რომელშიც გარე მოთამაშეები სულ უფრო თამამად ახდენენ გავლენას ევროკავშირის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.

„ევროპის ერთიანობამ უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე შთამბეჭდავი იყო, შესაძლოა, ნგრევა დაიწყოს, რადგან მოსკოვის მიმართ უფრო თანაგრძნობი პარტიები იმარჯვებენ არჩევნებში ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სლოვაკეთი და ჩეხეთი“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიის ავტორი ასკვნის: „თუ ევროპა ძალის გამოყენებას არ ისწავლის, შესაძლოა, მისი მიმზიდველობის საფუძველი სიმდიდრე და უსაფრთხოება გაქრეს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763450461

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება

„ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მა...

ვახტანგ ცინცაძე

1763448821

ახალი ამბები

ამოღებულია 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კგ ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დ...

ნარკოტიკული საშუალება

1763448317

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა....

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

1763446773

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრ...

 უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

1763446458

ახალი ამბები

თბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წე...

შსს