თენგიზ შარმანაშვილი: მამუკა ხაზარაძემ კარგად იცის, რომ კომერციული საიდუმლოების დარღვევა, შესაძლოა, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, მათი მიზანი „იგლ ჰილსის“ პროექტის ჩაშლაა
ირაკლი კობახიძემ არაბულ მხარესთან შეთანხმებით ძირითადი პარამეტრები განმარტა, სხვა დეტალების გასაჯაროება ხელშეკრულებას საფრთხეს შეუქმნიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მხარის თანხმობის გარეშე კომერციული საიდუმლოების გასაჯაროება შეიძლება, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.
„მამუკა ხაზარაძისთვის ყველაფერი კომიკურია, რაც სამყაროში ხდება. მან, როგორც ბიზნესმენმა, კარგად იცის, რომ საქართველო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს თუ დაარღვევს და მხარის თანხმობის გარეშე გაასაჯაროებს კომერციულ საიდუმლოებას, ეს შეიძლება ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. რა თქმა უნდა, ამისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული. თორემ, კარგად იცის, კომერციული საიდუმლოება რა არის.
პრემიერ-მინისტრმა მხარესთან შეთანხმებით ძირითადი პარამეტრები განმარტა და გასაჯაროვდა, რა რაოდენობის ბინებზეა საუბარი, რამდენი პროცენტია სახელმწიფოსი და ა.შ. სხვა დეტალების გასაჯაროება ხელშეკრულებას პრობლემას შეუქმნიდა და მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას არ მისცემდა. ეს მიმართული ნაბიჯია ამ პროექტის ჩასაშლელად, რასაც ისინი ვერ შეძლებენ. მათი მთავარი მიზანია, ეს პროექტი ჩაშალონ, სხვა მიზანი არ გააჩნიათ. მათ ყელში ადგათ საქართველოში ამ რაოდენობის ინვესტიციების შემოსვლა, ეკონომიკური წინსვლა“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1763452332
ახალი ამბებიმაია ბითაძე: უკანასკნელ პერიოდში ზოგი სუბიექტი ეუთოს გამოყენებას საქართველოსთან მიმართებით ვიწროპოლიტიკური მიზნებით ცდილობს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში...
1763451650
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძის განცხადებებზე: მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ მაინც სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული
„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში ყოფნის დროს ხაზარაძე დაკავებული იყო თაღლითობით და სახელმწიფო კრიმინალური რეკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული...
1763450461
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება
„ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მა...
1763448821
ახალი ამბებიამოღებულია 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კგ ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დ...
1763448317
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა....































