არჩილ გორდულაძე: ხაზარაძეს თვითონ ჰქონდა ანაკლიის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც იყო კომერციული საიდუმლოების შემცველი, რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, იგივე შემთხვევა გვაქვს „იგლ ჰილსთან“

როდესაც მამუკა ხაზარაძის ხელშეკრულება იყო საიდუმლო, ხოლო ახლა ითხოვს „იგლ ჰილსთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ფარისევლობას და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ლელოს“ მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იგლ ჰილსთან“ დადებული ხელშეკრულება გასაჯაროვდეს.

გორდულაძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ კარგად იცის, რომ კომერციული ხასიათის დოკუმენტაციის გასაჯაროება არ ხდება და აღნიშნული თემით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით სპეკულირებს.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ, რომ მილიონ ნახევარი ამოეღოთ საქართველოს ბიუჯეტიდან ანუ ქართველი ხალხის ჯიბიდან და საკუთარ ჯიბეებში გადაედოთ. ზუსტად იმავეს აკეთებენ ახლაც, როდესაც იბრძვიან 6,6 მილიარდის ინვესტიციის წინააღმდეგ. და რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს?! იმიტომ, რომ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა არ განვითარდეს, გაუარესდეს სოციალური ფონი.

მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, რომელსაც თვითონ ჰქონდა ურთიერთობა სახელმწიფოსთან, მაშინ ანაკლიის პორტის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება იყო კომერციული საიდუმლოების შემცველი და გასაიდუმლოებული, რაც სრულად შესაბამისობაშია ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. იგივე შემთხვევა გვაქვს „იგლ ჰილსთან“ და არაბულ ინვესტიციასთან. ისიც არის კომერციული საიდუმლოების შემცველი. შესაბამისად, არის გასაიდუმლოებული. და რატომ?! ხელისუფლება და სახელმწიფოს არაფერი დასამალი არ გვაქვს“, - აღნიშნა გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763450461

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება

„ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მა...

ვახტანგ ცინცაძე

1763448821

ახალი ამბები

ამოღებულია 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კგ ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დ...

ნარკოტიკული საშუალება

1763448317

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა....

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

1763446773

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრ...

 უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

1763446458

ახალი ამბები

თბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წე...

შსს