„ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა და სქესობრივ კავშირს სთავაზობდა“ - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეზობლად მცხოვრებ - 2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. ბ.ბ.-მ იგი დაითანხმა, რომ მსგავსი შინაარსის ფოტო მისთვისაც გაეგზავნა.
საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
1771481443
სპორტიფიგურული ციგურაობა - ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში დღეს ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს. ფიგურულ ციგურაობაში გამოსვლები...
1771479919
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე გრანტების შესახებ კანონზე: „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მხარდაჭერილია საზოგადოების მხრიდან
გრანტების შესახებ და თანამდევ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცებულია - საკითხზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე 18 თებერვალს შედგა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გო...
1771478504
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი სააგენტოებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაზე: ჩვენ უკვე წლებია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიყენება დემოკრატიის ნგრევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, იქ შავი ფულის შეტანისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც აშშ აღარ დააფინანსებს უცხოური გავლენის არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო ყველა გზ...
1771477398
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს უნიკალურ სტრატეგიულ როლს ვერც ერთი გზა ვერ ჩაანაცვლებს
გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლსა და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველო...
1771476758
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ...































