სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1771479919
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე გრანტების შესახებ კანონზე: „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მხარდაჭერილია საზოგადოების მხრიდან
გრანტების შესახებ და თანამდევ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცებულია - საკითხზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე 18 თებერვალს შედგა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გო...
1771478504
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი სააგენტოებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაზე: ჩვენ უკვე წლებია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიყენება დემოკრატიის ნგრევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, იქ შავი ფულის შეტანისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც აშშ აღარ დააფინანსებს უცხოური გავლენის არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო ყველა გზ...
1771477398
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს უნიკალურ სტრატეგიულ როლს ვერც ერთი გზა ვერ ჩაანაცვლებს
გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლსა და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველო...
1771476758
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ...
1771448410
ახალი ამბებიბოჭორიშვილი: იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა, ყველაფერი გამოიყენეს თავზე მოგახვიონ ის წესები, რაც ვიღაცის თავში მოვიდა რომელიღაც კაბინეტში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოიყენება. მაგალითისათვის მაკა ბო...































