დავით მათიკაშვილი სააგენტოებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაზე: ჩვენ უკვე წლებია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიყენება დემოკრატიის ნგრევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, იქ შავი ფულის შეტანისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც აშშ აღარ დააფინანსებს უცხოური გავლენის არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო ყველა გზით დაუპირისპირდება უცხოურ გავლენებს, შეფასებების თემაა მმართველ გუნდში.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს იმას, რომ სახელისუფლებო გუნდის მიერ უცხოური გავლენების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავდა.
„ჩვენ უკვე წლებია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიყენება დემოკრატიის ნგრევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, იქ შავი ფულის შეტანისთვის. სწორედ ეს სტრატეგია, რომელიც გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში, არის პირდაპირი დასტური, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობდა აბსოლუტურად მართებულ მოცემულობაზე“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
1771448410
ახალი ამბებიბოჭორიშვილი: იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა, ყველაფერი გამოიყენეს თავზე მოგახვიონ ის წესები, რაც ვიღაცის თავში მოვიდა რომელიღაც კაბინეტში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოიყენება. მაგალითისათვის მაკა ბო...
1771446897
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია
„თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, რ...
1771446217
მსოფლიომაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების მიღების...
1771445159
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ბრიუსელის ბიუროკრატიაში არ არის, პირიქით, დღეს არიან იქ ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხს იყენებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის
„მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ეს მზაობა არ არის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს სა...
1771444421
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატიაზე: ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით
„ჩვენს თვლაში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით. ის რომ დღეს შეიძლება მიკროფონით სდიო ადამიანებს, აბა თქვით პუტინი არის თუ არა ტერორისტი, არის თუ არა ს...































