მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს უნიკალურ სტრატეგიულ როლს ვერც ერთი გზა ვერ ჩაანაცვლებს
გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლსა და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით უმნიშვნელოვანეს კვანძად აქცევს და ვერანაირი ახალი გზის ან მიმართულების გაჩენა საქართველოს პოტენციალს ამ კუთხით ვერ შეასუსტებს.
„ამის რისკს ნამდვილად ვერ ვხედავ და არ არსებულია ჩვენ ამ შიშებით ვიყოთ, ვინმემ შეგვაშინოს, რომ საქართველო გაქრება რუკიდან. საქართველო არ გაქრება რუკიდან ნამდვილად. უბრალოდ, იმ ხალხის კომპეტენციასთან დაკავშირებით შესაძლოა დასვა კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს საუბრობს დაკავშირებადობაზე და არ ახსენებს მთავარ რგოლს ევროპისთვის - საქართველოს. ან, არ ახსენებს კი არა, ერჩის მას და პირიქით, ცდილობს რომ რაღაცნაირად დააზიანოს ეს გზა მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს.“
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი გზების მშენებლობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი აქტივია.
„რაც არ უნდა ვისაუბროთ, არის დღეს ინტენსიურად საუბარი აზერბაიჯანი-სომხეთის გზით ახალი გზების მშენებლობაზე, რომელზეც თამამად შეგვიძლია მშვიდად და წყნარად ვთქვათ, რომ კარგია რეგიონისთვის. ეს თუ განვითარდება და თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება. ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არა მცირდება. კიდევ სამი-ოთხი მარშრუტი რომ დაემატოს მას, მაინც საკმარისი არ იქნება ალბათ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც ტვირთბრუნვაზეა საუბარი“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის შეფასებით, არის გარკვეული მცდელობები, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის დაკნინებას ემსახურება, თუმცა რეალობა არის ის, რომ ახალი მიმართულებების გაჩენის მიუხედავად, საქართველო თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე უცვლელად ინარჩუნებს.
„აქედან გამომდინარე, ესეც თუ როგორ ცდილობენ ზოგიერთები გამოიყენონ აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებაში და წარმოაჩინონ, ან თითქოს ორაზროვანი კითხვები დასვან, აი თქვენ როგორ უყურებთ, კარგად ვუყურებთ ამას ყველაფერს, გვიხარია, მოგვწონს და არ ვუყურებთ ამას როგორც კონკურენტ გზას საქართველოზე გამავალი გზის,“ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1771446897
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია
„თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, რ...
1771446217
მსოფლიომაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების მიღების...
1771445159
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ბრიუსელის ბიუროკრატიაში არ არის, პირიქით, დღეს არიან იქ ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხს იყენებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის
„მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ეს მზაობა არ არის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს სა...
1771444421
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატიაზე: ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით
„ჩვენს თვლაში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით. ის რომ დღეს შეიძლება მიკროფონით სდიო ადამიანებს, აბა თქვით პუტინი არის თუ არა ტერორისტი, არის თუ არა ს...
1771443463
ახალი ამბებიბოჭორიშვილი უსაფრთხოების კონფერენციაზე: რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს
„რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს, თუ რამდენად მართებული იყო ის პოლიტიკა, რასაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფ...































