ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ოკუპაციაზე ისაუბრა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაში მონაწილეობს.
ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე და იმ საგანგაშო ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.
„უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რამდენად მყიფეა დიდი სახელმწიფოების ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების მიმართ. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც საქართველოა, რომლის რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - რუსეთს აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მისი თქმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო „ხელისუფლებები“ ეთნიკურად ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას უზღუდავენ. პარალელურად, საოკუპაციო ძალები სისტემატურად ახორციელებენ ქართული ეკლესია-მონასტრების იერსახის ცვლილებას, რითაც მიზანმიმართულად შლიან ქართული რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის კვალს იმ მიწაზე, რომელიც ისტორიულად ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმედგამაცრუებელია ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად მიიჩნევს.
„დღემდე არაერთი ევროპული სახელმწიფო და თავად ევროკავშირი თავს იკავებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ყოფნას ოფიციალურად ოკუპაცია უწოდონ. ამავე დროს, ისინი მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებენ იმ სახელმწიფოებსა და რეჟიმებთან, რომლებიც მოსკოვის კარნახით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირმა 2026-2027 წლებში სირიისთვის 600 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოყო, თუმცა აღნიშნული ფინანსური დახმარება ევროკავშირს არ დაუკავშირებია სირიის ახალი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაუქმებასთან. მისივე განცხადებით, იგივე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დამრღვევს - ნაურუს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაშია ჩართული და მილიონობით ევროს მხარდაჭერას იღებს.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საერთაშორისო სამართლის დამრღვევი სახელმწიფოების ფინანსური დახმარება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს კიდევ უფრო ასუსტებს და სახიფათო პრეცედენტს ქმნის. მისი განცხადებით, ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა მკაფიოდ უნდა იყოს დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების პატივისცემასთან.
გამოსვლის დასასრულს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, თანმიმდევრულნი იყვნენ საკუთარი პრინციპების მიმართ და პრაქტიკულად დაიცვან ის ღირებულებები, რომელთა ერთგულებასაც დეკლარირებულად აცხადებენ.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ზამთრის სესია იმართება, რომელშიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი მონაწილეობენ.
1771596211
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებ...
1771595242
საზოგადოებაპროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანს...
1771595149
საზოგადოებასუსის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პა...
1771592775
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771592710
ახალი ამბები„მეღვინეობის დარგი წარმატებული სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა“ - ლევან მეხუზლა
„რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვ...





























