ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრა ბაიერთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის საქართველოს დელეგაციის დაბრუნებაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საუბრისას მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის, წარადგინოს საკუთარი დელეგაცია ასამბლეაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციის მანდატების აღიარება მოხდება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
მისი თქმით, საქართველო ვერ დაეთანხმება რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან უსამართლო პირობების წამოყენებას დელეგაციის უფლებამოსილების ცნობისთვის.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრისას აღვნიშნე, რომ თუ საქართველოს დელეგაციის მანდატები სრულფასოვნად და უპირობოდ იქნება აღიარებული, საქართველო მზად არის, დაბრუნდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესი.
შეხვედრაში მონაწილეობდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.
1771598390
ახალი ამბებიპროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარე...
1771596470
ახალი ამბებიშარმანაშვილი „ნამახვანჰესის“ საქმეზე: თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა
თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, უზარმაზარი ჯარიმის გადახდის წინაშე დაგვაყენეს , - გა...
1771596211
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებ...
1771595242
საზოგადოებაპროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანს...
1771595149
საზოგადოებასუსის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პა...





























