დაღუპული 19 წლის მშობიარეს ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს
19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი იმ კლინიკის ექიმების უმკაცრესად დასჯას ითხოვს სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
მშობიარე კლინიკაში 15 დეკემბერს ზუგდიდიდან შეიყვანეს.
მედიკოსებმა საკეისრო კვეთისთვის მოამზადეს, თუმცა საოპერაციოში შესული ქალი კომაში ჩავარდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოჯახი დარწმუნებულია, რომ მშობიარეს გარდაცვალება ანესთეზიის ზედოზირებას ან ვადაგასული მედიკამენტის გამოყენებას მოჰყვა.
„სესილის ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, იყო სრულიად ჯანმრთელი. ქუთაისში იმიტომ წავიყვანეთ, რომ ექოსკოპიური დასკვნიდან გამომდინარე ბავშვი იყო გარდი-გარდმო.
ოპერაციის პროცესში გაჩერდა გული, რამაც გამოიწვია შემდეგ ტვინის შეშუპება, რამაც შემდეგ გამოიწვია უკვე ფატალური შედეგი.
ზუსტად არ იციან და არც მე ვიცი რა მოხდა იმ დროს. მაგრამ მე გავდივარ კონსულტაციებს კომპეტენტურ ადამიანებთან და მაინც ყველა გზა, როგორც მეუბნებიან, მიდის ანესთეზიისკენ. ან არის გადაჭარბებული დოზა ან კიდევ უხარისხო მედიკამენტი, - ამბობს გარდაცვლილის დედა „ტვ პირველთან“.
საკითხს ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. იმ შემთხვევაში თუკი მომხდარში სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება, საქმეში საგამოძიებო უწყებები ჩაერთვებიან.
დღის სხვა ამბები:
🔵 თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა - ვითარება საქართველოს გზებზე
1794423352
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
„ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევრ...
1794421713
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც
„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის,...
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...






























