დანიის თავდაცვის მინისტრი: კოპენჰაგენი მზადაა, ისაუბროს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ
დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კოპენჰაგენი მზადაა, ისაუბროს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ. როგორც ტროელ ლუნდ პოულსენმა განაცხადა, ის მზადაა, განიხილოს ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების ყველა შესაძლო ვარიანტები.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ბირთვული იარაღის გაფართოების შესახებ დისკუსია გამყარებული იყოს ნატო-ს კონტექსტში.
„საუბარია იმაზე, რომ ევროპა უნდა იყოს უფრო ქმედითი, ასევე ევროპა მზადაა, უფრო შორს წავიდეს, რათა შექმნას უფრო მნიშვნელოვანი ევროპული შესაძლებლობები ან პოტენციალი. მე ასე მივიჩნევ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება, ეს კარგი იდეაა“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც საერთაშორისო მედია მანამდე იუწყებოდა, ევროპის ქვეყნების ნაწილმა დაიწყო საკუთარი ბირთვული შეკავების განვითარების შესახებ საუბარი, რადგან აშშ-ის, როგორც მოკავშირის სანდოობა შეირყა.
ვრცელდება ცნობები, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებს, ევროპას ფრანგული „ბირთვული ქოლგა“ შესთავაზოს. ამის შესახებ მაკრონი ჯერ კიდევ 2025 წელს საუბრობდა.
ამასთან აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ განაცხადა, რომ აშშ აპირებს, გააგრძელოს ევროპის „ბირთვული ქოლგით“ უზრუნველყოფა.
1772033106
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის, მშობლებთან შეხვედრები და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რე...
1772031078
ახალი ამბებიმიქიაშვილი: მხოლოდ ვახო სანაიას შეუძლია აგინოს არხის ყველა თანამშრომელს ერთის გარდა, თუ ის ერთი მისი ოჯახის წევრია, მისთვის, ყველა თანამშრომელი პროპაგანდისტი, მოღალატე და პუტინის საქმის მკეთებელია
„ვახო სანაიას ძმისშვილი მუშაობს რუსთავი 2-ში, ხოლო ვახო სანაიას შვილების დედა გაგიკვირდებათ და მუშაობს იმედში. ჰოდა, ეს ჩვენი ვახო სანაია, ყოველდღე უშვერი სიტყვებით ლანძღავს ამ არხების თანამშრომლებს,...
1772030363
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: სიმბოლურიც კი არის ის, რომ ოკუპაციიდან 105 წლისთავზე კვლავაც ეს გამოწვევები დგას დღის წესრიგში, თუმცა მთელი ქართული საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სათანადოდ
სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. ბევრ რამეზე მეტყველებს ეს გარემოება, ტელეკომპანია „იმედი“ არის ფლაგმანი ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ამას ადასტურებს შესაბამისი სტატისტიკური მო...
1772028317
ახალი ამბებიახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხ...
1772025641
ახალი ამბებიგიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა თებერვლის თვეში „ვილიარეალის“ მაისურით 4 შეხვედრაში...































