თორნიკე ჭეიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: სიმბოლურიც კი არის ის, რომ ოკუპაციიდან 105 წლისთავზე კვლავაც ეს გამოწვევები დგას დღის წესრიგში, თუმცა მთელი ქართული საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სათანადოდ
სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. ბევრ რამეზე მეტყველებს ეს გარემოება, ტელეკომპანია „იმედი“ არის ფლაგმანი ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ამას ადასტურებს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები, ის ფართო აუდიტორია, რომელიც „იმედის“ ერთგული მაყურებელია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ძალიან მიზანმიმართული იყო ის თავდასხმა, რომელიც განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მხრიდან.
„მათ ამით სურთ პირდაპირ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა ქართულ მედია სივრცეში, რაც არის მათთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა მხოლოდ ბრიტანეთს, არამედ იმ ძალებს, რომლებიც ბრიტანეთის უკან დგანან და ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოში მოახდინონ იმგვარი პროპაგანდისტული ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც იქნება აცდენილი რეალობას და მათ საშუალებას მისცემს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ინფორმაციის ფონზე მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს, როგორც ხელისუფლების შეცვლას, ისე საფუძვლების მორყევას.
სიმბოლურიც კი არის ის, რომ ოკუპაციიდან 105 წლისთავზე კვლავაც ეს გამოწვევები დგას დღის წესრიგში, თუმცა მთელი ქართული საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სათანადოდ“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
1772025641
ახალი ამბებიგიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა თებერვლის თვეში „ვილიარეალის“ მაისურით 4 შეხვედრაში...
1772024866
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6742 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1772024097
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ
არის პროდუქტები სადისტრიბუციო სფეროში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ელასტიურობით, მნიშვნელოვანი შემცირება კლებისკენ იწვევს რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას. ამიტომ ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის მა...
1772022767
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...
1772020204
საზოგადოებაპროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის ელგუჯა ჩოხელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ საქმეზე, ჩა...






























